20 იანვარი, 2020

ნინო ბაშარულის სამართლიანი მოთხოვნა

ნინო ბაშარულის სამართლიანი მოთხოვნამომღერალ ნინო ბაშარულს მისი ერთგული მსმენელი იცნობს როგორც ყველაზე ალალ და სიმართლის მოყვარულ ხელოვანს.

შემოქმედს საქართველოში განვითარებული მოვლენები აღელვებს და ჯანდაცვის სამინისტროსაც სამართლიანი მოთხოვნით მიმართავს:

“ჯანდაცვის სამინისტროვ!

ბიჭებო, მესმის, რომ ყველა სამინისტროსთვის, და თქვენც არ ხართ გამონაკლისი, ფული მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უმრავლესობას გმართავთ… მიუხედავად ბევრი სიკეთისა, უამრავი პროგრამისა, იქნებ გააუმჯობესოთ მდგომარეობა საქართველოში? მართლა ვწყდებით ნელ-ნელა… და მრცხვენია, რომ უცხოეთიდან გვიწევს გადასარჩენი რეკომენდაციების და კონსულტაციების მოსმენა!

ყოველ ნაბიჯზე კლინიკა, კავშირგაბმულობის მავთულხლართები, რადიაციები, სოლარიუმის ჯანდაბა აპარატებიო… და ქვეყანაში შემოთრეული გენმოდიფიცირებული საკვები, რომელშიც ჩემპიონი თურქეთია?! პათეთიკურად გაოგნებული ფორმით რომ მოგვმართავენ თურქეთის წამყვანი კლინიკიდან, თითქოს მთავარი მიზეზი არ იცოდნენ, ზუსტად რომ მათი საკვებია მიზეზი ამდენი სიმსივნიანი რომ ადგება მათ კარს საქართველოდან! რაც მშვენივრად აწყობთ, რადგან ბიზნესი ბიზნესია! აბა, სხვა რომელი ქვეყანაა ისეთი გულღია და მხარგაშლილი, სხვა რომელი იღებს ამდენ ნაგავს ამ ქვეყნიდან, როგორც ჩვენ? თვითონ კი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი გააქვთ ჩვენი ზედმეტად გულკეთილი ქვეყნიდან.

ჰაერიც, რასაკვირველია, დაბინძურდა ტროცკისდროინდელი, გაუმართავი მანქანებისგან, მაგრამ სასაცილო ისაა რომ, მათ კი არა, თქვენ უნდა მოიწვიოთ კონფერენცია, თქვენ უნდა დასვათ საკითხი(ები), თქვენ უნდა იშრომოთ ფუტკრებივით და შექმნათ ჯანსაღი გარემო ჩვენს ქვეყანაში! რატომ ალაპარაკებთ ამდენს თურქეთიდან და არა მარტო, სხვა ქვეყნებიდანაც გვარიგებენ ჭკუას!

ნეტავ რატომ?! თქვენ რას წარმოადგენთ? არაფერს?!”