ნატო გელაშვილის განცხადება ლუკა ჭოხონელიძეზე

ნატო გელაშვილის განცხადება ლუკა ჭოხონელიძეზემომღერალი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი ნატო გელაშვილი “მხოლოდ ქართულის” ნახევარფინალის თემას ეხმაურება და მისი შვილის ლუკა ჭოხონელიძის მიერ შესრულებულ სიმღერას აფასებს:

“ვინაიდან შემოდის უამრავი შეტყობინება, ფიზიკურად ვერ ვახერხებ პასუხი გავცე ყველას… ამგვარად, გადავწყვიტე, მოკლედ და ლაკონურად გადმოვცე ჩემი აზრი, როგორც კომპოზიტორმა და სიმღერა “სულელი წვიმის” ტექსტისა და მუსიკის ავტორმა…

მოგეხსენებათ, არაერთი პოპულარული შემსრულებელი დაფრთიანდა ჩემი სიმღერებით საქართველოში და არა მხოლოდ ქალაქურ ჟანრში… ვინც “ნატო გელაშვილის” შემოქმედებას იცნობს, ის მოიცავს არა მარტო ქალაქურს, არამედ მრავალფეროვან ჟანრს… მათ შორისაა “სულელი წვიმაც”.

რაც შეეხება ლუკას დამოკიდებულებას ჩემი სიმღერების მიმართ, ის ცნობს და ნაჩვევია ჩემი სიმღერების მხოლოდ ორიგინალ ვერსიებს და არა შემდგომ გამიქსულს და გარეპებულ “ნატო გელაშვილს”. არ გამკვირვებია არც მისი დაბნეულობა და არც მისი შინაგანი პროტესტი კონკურსისეული ვერსიის მიმართ. ლუკას უხერხულობაც კონკურსანტობა იყო მხოლოდ, თორემ სხვანაირად მას ვერავინ შეურჩევდა არა ნატოსეულ ვერსიას… და ვერანაირი უფლებებით, რამეთუ ამ უფლებების ნაწილი და ერთ-ერთი მეპატრონე თავადაა.”