29 იანვარი, 2020

ნათია ფანჯიკიძე მარტოობაზე

ნათია ფანჯიკიძე მარტოობაზეფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მარტოობაზე საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელ განმარტებას აკეთებს:

“…რა გითხრა ახალი? მე შემიძლია გელაპარაკო მხოლოდ მარტოობაზე. მარტოობა განა ისაა, რომ არავინ მოგაწვდის წყალს? მოგაწვდიან. მარტოობა შენი ტკივილია, რომელსაც ვერავინ გაიაზრებს…

…ნუ გეშინია მარტოობის, რადგანაც ის თავისუფლებაა – სრულყოფილი თავისუფლება, როცა შენ მთლიანი ხარ და ამ მთლიანობას ჰქვია ღმერთთან ყოფნა.

ნუ გეშინია ტკივილის – ის გაივლის.

აღარ იქნება ტკივილი, მიიღებ სრულ თავისუფლებას. სრული თავისუფლება სრული მარტოობაა და არაფრის მოლოდინი…”