25 იანვარი, 2020

ნატალია ქუთათელაძის უდიდესი წარმატება

ნატალია ქუთათელაძის უდიდესი წარმატებაქართველი მეცო სოპრანოს ნატალია ქუთათელაძის მონაწილეობა ოპერის ახალგაზრდა მომღერლებისთვის ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში წარმატებული აღმოჩნდა.

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ კატალონიელი ტენორის ფრანცისკო ვინასის სახელობის რიგით 57-ე კონკურსზე ნატალიამ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

1963 წლიდან დღემდე კონკურსმა არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ოპერის მომღერალი აღმოაჩინა, ამიტომაც ეს კონკურსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრამპლინად ითვლება საოპერო სფეროში მოღვაწე მომღერლებისთვის.

კონკურსში გამარჯვებულების კონცერტი 22 მაისს მადრიდში გაიმართება.