15 იანვარი, 2020

ნანული სარაჯიშვილის ძალიან მაგარი შეთავაზება

ნანული სარაჯიშვილის ძალიან მაგარი შეთავაზებარუსთაველის თეატრის მსახიობის ნანული სარაჯიშვილის შეთავაზება იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც 60+ ასაკის არიან და თეატრის სცენაზე ახლაც ოცნებობენ.

60+ ასაკის ადამიანებისგან რუსთაველის თეატრში შედგება თეატრალური დასი და ისინი 10 დაუვიწყარ საღამოს ნანული სარაჯიშვილთან ერთად გაატარებენ.

პროექტი პირველ თებერვალს დაიწყება და 10 კვირას გასტანს. დროის ამოწურვის შემდეგ კი 60+ ასაკის დასის წევრები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლს წარმოადგენენ.