5 იანვარი, 2020

მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ

მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგქართველი მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტს ლონდონში საგანგებო წერილი გაუგზავნეს.

ისტორიას კონსტანტინე გამსახურდია‎ იხსენებს:

“ახლოვდება 6 იანვარი – მეხსიერებაში დგებიან სურათები, რომლებიც 28-ე წელია, უმძიმეს ტრავმად აწვება საქართველოს შვილთა სულებს: მბოლავი და ალმოდებული მთავრობის სასახლე, დამხობილი ხელისუფლება, დამწვარი და დანგრეული რუსთაველი. მოვლენები, რომლებიც სასურველია აღარასოდეს განმეორდნენ.

აქამდე ქვეყანა მივიდა. ქვემოთ მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია და ესეც ისტორიის მრისხანე ფურცლებია.

1991 წლის 19 ოქტომბერს, ოპოზიციონერმა მწერლებმა, ლონდონში მიმართვა გაუგზავნეს საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტს დ. კონრადს, რომელშიც ისინი თხოვდნენ მას, მიეღოთ ქართველი მწერლები მწერალთა საერთაშორისო შემადგენლობაში, რადგან საქართველოში დრამატული მოვლენები ხდებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას პირობებში ქართველ მწერალთა ერთგულება დემოკრატიის იდეალებისადმი “სასტიკ დევნას” განიცდიდა.

მიმართვას ხელს აწერდნენ:
ჭაბუა ამირეჯიბი
გრიგოლ აბაშიძე
დათო მაღრაძე
მორის ფოცხიშვილი
გიგი სულაკაური
ვაჟა გიგაშვილი
ირაკლი სამსონაძე
არჩილ სულაკაური
ნუგზარ შატაიძე
თამაზ კვაჭანტირაძე
აკაკი ვასაძე
ჯემალ ქარჩხაძე
ლაშა თაბუკაშვილი
გურამ გეგეშიძე
გურამ დოჩანაშვილი
ირაკლი აბაშიძე
თენგიზ ბუაჩიძე
თამაზ წივწივაძე
გურამ ფანჯიკიძე
კობა იმედაშვილი
რეზო ამაშუკელი
რომან მიმინოშვილი
(და სხვები)
პ.ს. “და სხვები” კარგად მახსოვს ვინ იყვნენ.”