მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს

მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაცვლილი იპოვესქუთაისელი მხატვარი გულნარა წიკლაური საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელოვანი გარდაიცვალა ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მოიძიეს და თავის საწოლში იპოვეს მკვდარი. სამედიცინო დათვალიერებით, მას ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დაემართა.

რაც შეეხება დაკრძალვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

შალვა ნათელაშვილი:

“ნიუ-იორკში, თავის ბინაში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქუთაისელი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური.

ახლა მთავარი პრობლემაა, არ მოხვდეს ის უპატრონოთა სასაფლაოზე თუ არავინ გამოჩნდა მიმხედავი. მოვუწოდებ საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთბულ შტატებში ბატონ დავით ბაქრაძეს – მოახდინეთ დაკრძალვის ღირსეული ორგანიზება. ელჩობა მარტო ის არაა მილიონი დოლარებით გატენილი ჩემოდნებით იარო ბიძინა ივანიშვილის სულწაწყმედილ ლობისტებთან. ელჩობა ჯერ ქვეყნის და ადამიანების მსახურებაა უპირველესად.

ასევე მოვუწოდებ ნიუ-იორკში მყოფ ქართულ საზოგადოებას – გამოიჩინეთ ყურადღება, ისე ნუ ვიზამთ, რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს შემდგომ.”