7 იანვარი, 2020

კოტე ყუბანეიშვილი შობაზე

კოტე ყუბანეიშვილი შობაზეპოეტი კოტე ყუბანეიშვილი შობის დღესასწაულს ლექსს უძღვნის:

“ის დაიბადა თურმე თავლაში
რადგან არ ფლობდა მამა სასახლეს
ყველას ჯობნიდა რახან სწავლაში
სამშობლოდანაც გადაასახლეს
წინააღმდეგი ფუჭი წამლების
გადაეკიდა უვიც მეთევზეს
და ქადაგებდა ისეთ სწავლებას
რაც ადამიანს აუკეთესებს
რომ სიყვარული ეს ის ენაა
რასაც გაღება მოსდევს გულების
და ერთადერთი ღმერთის რწმენაა სულში მომხდენი სასწაულების
ის არც სახლს ფლობდა და არც ტანსაცმელს
რაზეც მოსულა ბრბო რომ გაცხარდეს
მაგრამ შეიპყრეს მერე ჯვარს აცვეს
და არამზადად გამოაცხადეს
თუმცა გამწმენდათ იქცა ის ტვინთა
და მართალია უცოდნელები
რადგან ცოდვები ჩვენი იტვირთა
ყველა დაგვტოვა უცოდველები
და ამიტომ ვართ მისი ფანები
რომ სახე მისი ჩვენივ თავში ვშვათ
რადგანაც გვქვია ქრისტიანები
მის დაბადების დღესაც აღვნიშნავთ.”