27 იანვარი, 2020

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალაკომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა:

“შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გადავიდა მარადისობაში.

განგებამ მომცა საშუალება მასთან მუშაობისა და ის დღეები არასოდეს არ დამავიწყდება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სახელით ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს!”