24 იანვარი, 2020

ილია მეორის და დოდო აბაშიძის განსაკუთრებული ისტორია

ილია მეორის და დოდო აბაშიძის განსაკუთრებული ისტორიამსახიობ დოდო აბაშიძის შვილი ზაზა აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ილია მეორეზე ასეთ ისტორიას იგონებს:

“ერთხელ დოდო აბაშიძე მეგობართან ერთად სნოში, ერთი მოხევის ქორწილში იმყოფებოდა. რაღაც გაუგებრობის გამო, ჩხუბი ატყდა. დოდოს და მის მეგობარს შვიდი თუ რვა კაცი დაესია, მაგრამ ამაოდ. ამ ორმა იქით სცემა თურმე ყველანი…

ამ ჩხუბს შემთხვევით შეესწრო საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც მაშინ ბავშვი იყო. მოგვიანებით მან დოდოს უთხრა:

– იმ დღიდან მახსოვხარ, შენს ჩხუბს რომ ვუყურებდი, მაშინ ვფიქრობდი, ალბათ ასეთი ძლიერი იქნებოდა გიორგი სააკაძეო…”