ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდამსახიობი ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობთა შორის მოხვდა.

ერთ-ერთმა უცხოურმა ვებ გვერდმა, რომელიც მსოფლიო კინო სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს, ქართველი მსახიობი 10 საუკეთესო მსახიობთა ჩამონათვალში შეიყვანა.

ია შუღლიაშვილი საუკეთესოთა ათეულში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ერთ-ერთი მთავარი როლის – მანანას შესრულებით აღმოჩნდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. საერთაშორისო პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. „ნიუ იორკ თაიმსის“ მთავარმა კრიტიკოსმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” 9 საუკეთესო და აუცილებლად სანახავ ფილმს შორის დაასახელა.

ფილმი დრამაა და მოქმედება თბილისში ვითარდება. მასში ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ყველა შოკირებულია, როცა 52 წლის მანანა გადაწყვეტს ოჯახიდან წავიდეს და მარტომ, მშობლების, ქმრისა და შვილების გარეშე იცხოვროს.

სურათში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა და გიორგი ხურცილავა ასრულებენ.

საუკეთესოთა სიაში ია შუღლიაშვილს მეექვსე ადგილი მიანიჭეს. პირველი ადგილი კი კეისი აფლეკმა დაიკავა.

რჩეულთა ათეული ასეთია:

1. კეისი აფლეკი;
2. ემანუელა რივა;
3. მაიკლ ფასბენდერი;
4. შარლოტა რემპლინგი;
5. ტიმოთი შალამე;
6. ია შუღლიაშვილი;
7. ვინსენტ ლინდონი;
8. იო აჰ-ინი;
9. იზაბელ ჰუპერტი;
10. ალექსანდრა ბორბელი.