13 იანვარი, 2020

გიორგი სუხიტაშვილი: “ასე არ დავტოვებ ამას!”

გიორგი სუხიტაშვილი: "ასე არ დავტოვებ ამას!"მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი აუცილებლად აპირებს პასუხი აგებინოს ბათუმში დაგეგმილი იმ კონცერტის ორგანიზატორს, რომელმაც უხეშად რომ ვთქვათ გადააგდო:

“მოკლედ ერთი (არაერთი) ასეთი ამბავი შემემთხვა.

პროფესიულ-ცხოვრებისეული.

ჩემი პროფესია განსაკუთრებით მაშინ “იღებს მოსავალს”, როდესაც დღესასწაულებია, ხოლო ამ “მოსავლით” “ვრგავ და ვთესავ” სხვა ახალს. ასევე ამ “მოსავლით” ვინახავ თავს.

ახლა რაშია საქმე.

2019 წლის 18 დეკემბერს მიკავშირდება ადამიანი ქალაქი ბათუმიდან, (ბათუმზე კიდევ ერთი უფრო ცუდი ისტორიაც მაქვს და იმასად მოგიყვებით სხვა დროს) მთავაზობენ ღონისძიებას რომელიც 11 იანვარს უნდა გამართულიყო, ვთანხმდებით პირობებზე. ასევე მთხოვეს კიდევ ერთი მომღერალი შემეთანხმებინა (ასეთი რამეებისგან ხოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო მაგრამ იმდენად სერიოზული და გადაწყვეტილი საუბარი იყო რომ შევათანხმე მეორე მომღერალიც).

ამის მერე კიდევ რამდენჯერმე ვესაუბრე დამკვეთს (ჯერ შეგნებულად არ ვასახელებ) და ყველაფერს 100% -ით მიდასტურებდა როგორც ჰონორარს ასევე სხვა დანარჩენს.

მოგეხსენებათ ეს დღეები დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებებით და შემოთავაზებებით. დამიკავშირდა სხვა ღონისძიების ორგანიზატორი რომელიც 10 იანვარს მთავაზობდა ღობისძიებას ჰონორარი იგივე (ცოტა მეტიც) გამომდინარე იქიდან რომ მეორე დღეს ბათუმში მქონდა დაგეგმილი და 10 ში უნდა წავსულიყავი უარი ვუთხარი ამ დამკვეთს.

5 იანვარია და ვეხმიანები ბათუმის დამკვეთს, მცირე დეტალების დასაზუზტებლად. ხვალ დაგირეკავო.
მირეკავს მეორე დღეს და ჰოი, საოცრებავ, იწყებს გაუგებარ (მაგრამ ნაცნობ) საუბარს, იქნებ ნაკლები ქრონომეტრაჟით გავაკეთოთ და ნაკლებო გადაგიხადოთო, იქნებ მეორე მომღერალი არ წამოიყვანოვო, იქნებ ეს იქნებ ის და ა.შ. მოკლედ შეთანხმებულ და მრავალჯერ დადასტურებულ ივენთზე მევაჭრება, ასევე მევაჭრება ჰონორარზე რომელიც შეთანხმებულის ნახევარიც არ არის.

მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი რომ ეს არის უპასუხისმგებლობა და გადაგდება, ასევე ფაქტის წინაშე დაყენება რადგან ძალიან გვაინ მეუბნებიან ამ ყველაფერს და მე ვრჩები უფულოდ და შესაბამისად იმედი აქვთ რომ რაცარუნდა შემომთავაზონ დავთანხმდები. არა არ დავთანხმდი და ვეუბნები ახლა ამის გაუქმება არ შეიძლება რადგან პასუხისმგებლობა უკვე აიღეთთქო.

“კარგი ახლა უფროსის კაბინეტში ვარ და გავარკვევთ და მალე დაგირეკავო”

რეკავს, 20 იანვრამდე აუცილებლად ჩატარდება ეგ ღონისძიება ყველაფერი ძალაშია და 12 იანვრამდე დაგირეკავ და გეტყვი თარიღსო.

დღეს 13 იანვარია, და ვხედავ სოციალურ ქსელში, რომ ის ღონისძიება შედგა, იგივე მდებარეობაზე, იგივე ხალხი სხვა მომღერლებით.

ასე არ დავტოვებ ამას!

შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო მეგობრებო, მსმენელო და უბრალოდ ამ გვერდის წევრებო.”