6 იანვარი, 2020

გიორგი შენგელაიას არაჩვეულებრივი ინიციატივა

გიორგი შენგელაიას არაჩვეულებრივი ინიციატივარეჟისორ გიორგი შენგელაიას ინიციატივა ნამდვილად არაჩვეულებრივი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქართული კულტურა და ხელოვნება განსაკუთრებულად უყვარს:

“არც ისე ბევრია საქართველოში ისეთი მწერალი, მეცნიერი, ხელოვანი თუ საზოგადო მოღვაწე, რომლებსაც ქართველი ხალხი სახელებით მოიხსენიებს. ესეთია – შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ნიკალა, ექვთიმე…

დღეს, ჩვენს გაუკუღმართებულ დროში, ყველა ორიენტირი დარღვეულია, დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს ახალგაზრდებს სთავაზობენ “ცნობად სახეებს”. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ტერმინი, ვინ არის ის ხალხი, რომლებსაც ჩვენი ახალგაზრდობა ცდილობს მიბაძოს და მათნაირი ცხოვრებით იცხოვროს…

აი, ამ ფონზე გამიჩნდა დაჟინებული სურვილი, რომ გავაკეთო რამდენიმე დოკუმენტური სურათი სწორედ იმ ხალხზე, ვისაც ქართველები სახელებით მოხსენიებენ.”