გია დანელია სერგო ზაქარიაძეზე

გია დანელია სერგო ზაქარიაძეზერეჟისორ გია დანელია ფილმში “არ დაიდარდო” მსახიობმა სერგო ზაქარიაძემ ლევან ექიმის როლი შეასულა.

ფილმი გია დანელიამ რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაიღო, მუსიკა კი გია ყანჩელმა დაწერა.
გია დანელია სერგო ზაქარიაძესთან ურთიეთრობას ასე იხსენებდა:

“კინოფილმში “არ დაიდარდო” ექიმ ლევანის როლზე მე და რეზო გაბრიაძეს თავიდანვე მოაზრებული გვყავდა სერგო ზაქარიაძე, მაგრამ ვღელავდით მისი მოუცლელობის გამო.

მაშინ იგი რეზო ჩხეიძის ლეგენდარულ ფილმში “ჯარისკაცის მამა” თამაშობდა, თან თეატრის ხელმძღვანელიც იყო და დეპუტატიც… მოკლედ ასე იყო თუ ისე, მე თვითონ მივართვი სცენარი… საღამოს დამირეკა: მომეწონა და თანახმა ვარო…

სერგო ზაქარიაძე საკმაოდ პრეტენზიული აღმოჩნდა, ამიტომ პირველად გადავიღეთ ის სცენები, რომლებშიც თავად იყო დაკავებული და შემდგომ ბენჟამენის მსხვილ კადრებზე გადავედით.

– რატომ ბენჟამენის მსხვილი კადრები?! – იკითხა სერგომ, – ბენჟამენს ისედაც ყოველ დღე იღებთ და ეს სცენა ხომ ლევანზეაო?…

მასთან მუშაობა არ იყო ადვილი, ბევრს ვკამათობდით, მე, რა თქმა უნდა, ვუთმობდი, თუმცა მაინც ჩემს აზრზე ვრჩებოდი. მისი გმირი წარმომედგინა კავკასიურ სამოსსა და სვანურ ქუდში, თუმცა თავად ასე არ ფიქრობდა:

– არა, ეს არასწორია, ის ხომ ბრძნულ დიაგნოზებს იგონებს, ვითომ ლათინურად მეტყველებს, ძალიან უნდა განათლებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს და ამიტომ შესაბამისად ევროპულად უნდა იყოს ჩაცმულიო, – მითხრა ერთ-ერთი კამათის დროს ბატონმა სერგომ…

მთავარი ის იყო, რომ მას დარწმუნების გასაოცარი უნარი ჰქონდა, მართლაც გენიალურად ითამაშა ზაქარიაძემ…
სხვათაშორის, ბატონმა სერგომ ჩვენი ხათრით ამ ფილმისთვის 17 კილო დაიკლო…”