26 იანვარი, 2020

გამორჩეული ჯილდო რობერტ სტურუას

გამორჩეული ჯილდო რობერტ სტურუასრეჟისორ რობერტ სტურუას ჯილდოები და პრიზები არ აკლია, თუმცა ჯილდო, რომელიც მას საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გადასცა, ნამდვილად განსაკუთრებულია.

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დაარსა ჯილდო “სცენის დიდოსტატი”, რომელიც პირველად რეჟისორ რობერტ სტურუას გადაეცა.