17 იანვარი, 2020

გადაიღე ფოტო და მოიგე ფულადი ჯილდო

გადაიღე ფოტო და მოიგე ფულადი ჯილდოფოტოხელოვნებით დღეს ბევრი ადამიანია გატაცებული.

rakursi.ge გაძლევთ შანსს თქვენი გადაღებული ფოტოთი ფულადი ჯილდო მოიგოთ. მათთვის, ვისთვისაც ფოტოგრაფია სერიოზული საქმიანობაა, ყოველკვირეულად ემატება ახალ-ახალი კონკურსები.

– შეიძლება ყველა გზა რომში მიდიოდეს, მაგრამ ზუსტად ვიცით ერთი, რომელმაც შეიძლება გამარჯვებამდე მიგიყვანოს.

გადაბრუნდა ურემი და გზა გამოჩნდა? დიდხანს ნუ დააყოვნებ – გადაუღე ფოტო, ატვირთე ჩვენთან, დააგროვე ყველაზე მეტი მოწონება და მიიღე ფულადი ჯილდო.

გათამაშების პირობები ძალიან მარტივია: ფოტოზე, რომელსაც ჩვენს საკონკურსო გვერდზე ატვირთავ, გზა უნდა იყოს გამოსახული. გზასთან ერთად შენ იქნები, ჩამავალი მზე, კავკასიონის მთები, მანქანა თუ საყვარელი ადამიანი – მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ფოტო შენი გადაღებული იყოს.

გისურვებთ წარმატებას, – აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.