26 იანვარი, 2020

ეთანხმებით გურამ დოჩანაშვილს?

ეთანხმებით გურამ დოჩანაშვილს?მწერალ გურამ დოჩანაშვილს თავისი შემოქმედებით ნამდვილად ბევრი აქვს სათქმელი მკითხველისთვის.

ადამიანებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის თემა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მწერალი ამ საკითხს ისეთ ჭრილში წარმოგვიდგენს, როგორზეც ჩვენ ალბათ არასდროს გვიფიქრია:

“სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს.

არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და უბედურნი – აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს…

მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა.”