30 იანვარი, 2020

ეკა ჩხეიძე გვაფრთხილებს

ეკა ჩხეიძე გვაფრთხილებსმსახიობი ეკა ჩხეიძე გვაფრთხილებს, რომ მისი მისამართით დეზინფორმაცია ვრცელდება:

“ჟურნალისტებო, დეზინფორმაციას ავრცელებთ! ,,თავისუფლების აღკვეთისთვის” არავინ გამიმეტებია, ეს გარკვევით ვთქვი თავიდანვე გამომძიებელთან!

მას მიესაჯა პირობითი!

რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წლის მანძილზე ვეღარ მომიახლოვდება – სადარბაზოში სროლას, მუქარას და მსგავს სიგიჟეებს ვეღარ ატეხავს.

(ისე, ამ საქციელების ჩამდენს, თქვენს ადგილას, ,,თაყვანისმცემელს” არ დავარქმევდი)…

თაყვანისმცემლებს არაფერს ვერჩი, პირიქით, მადლობელი ვარ სიყვარულისთვის.”