4 იანვარი, 2020

ეძღვნება გია დანელიას ხსოვნას

ეძღვნება გია დანელიას ხსოვნასკინორეჟისორ გია დანელიას ხსოვნას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ანა სანაიამ სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა.

მან თავის კოლეგებთან თეკლა ჯავახაძესთან, მარიამ ჩუხრუკიძესთან, მარიამ ხუხუნაიშვილთან, თამარ ტყემალაძესთან, ეკატერინე შარიქაძესთან და სალომე წურწუმიასთან ერთად რეჟისორის უკვდავი ფილმიდან “არ დაიდარდო!” ერთ-ერთი ეპიზოდი გააცოცხლა. ვიდეოს ოპერატორი კი ვახო ჩაჩანიძეა.

ანა სანაია:

“მიხარია, რომ ამ ყველაფრის რეჟისორი ვარ! მადლობა, ხალხნო, გილოცავთ ძველით არ დაიდარდოს!

პ.ს. ეძღვნება გ. დანელიას ხსოვნას.”