25 იანვარი, 2020

დაუვიწყარი ისტორია მერაბ ნინიძისთვის

დაუვიწყარი ისტორია მერაბ ნინიძისთვისმსახიობ მერაბ ნინიძისთვის არსებობს ისტორიები, რომლებიც რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს დაავიწყდება:

“უკვე შებინდებული იყო, როცა მთაწმინდის სახლიდან რუსთაველზე, გრიბოედოვის ქუჩასთან ახლოს პურის საყიდლად მაღაზიაში ჩავედი.

შესასვლელთან დავდექი და სანამ გამყიდველი პურს მომაწვდიდა, მოულოდნელად სროლა ატყდა. ორი მხარე ერთმანეთს ესროდა და გაურკვეველი მიმართულებით გავარდნილი ტყვიები პირდაპირ ჩემს თავზე ცვიოდა.

ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, არ გავქცეულიყავი – მშვიდი ნაბიჯით როგორმე უნდა ავსულიყავი სახლამდე. გამოცდა იყო – თუ ტყვია მომხვდებოდა, იქვე დავეცემოდი, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, ამ ქალაქში აღარასდროს ჩამოვიდოდი.

ამ ფიქრით მივუყვებოდი მთაწმინდის გზას – პურით ხელში“.