8 იანვარი, 2020

დაუჯერეთ გია ჯაჯანიძეს

დაუჯერეთ გია ჯაჯანიძესფსიქოლოგსა და ტელეწამყვანს გია ჯაჯანიძეს ადამიანებისთვის ნამდვილად გასათვალისწინებელი რჩევა აქვს:

“ვიღაცისთვის გასულ წელს სიცოცხლე დამთავრდა.
ვიღაცისთვის გასულ წელს სიცოცხლე დაიწყო.
ვიღაცისთვის გასული წელი წარუმატებელი იყო.
ვიღაცისთვის გასული წელი წარმატებული იყო.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ვიღაცა, ჩვენც ვართ.

ასე იქნება ამ წელში, შემდეგ წელში და შემდეგის შემდეგშიც. ასე იქნება მანამ, სანამ ადამიანის მოდგმა იარსებებს.

ყველამ ზედმიწევნით ვიცით ჯანმრთელობის, სიცოცხლის და წარმატების ფასი, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი დავაფასოთ ის, რაც მოგვეცა.

ჩვენ ერთმანეთის ანარეკლი ვართ, ვერჩით საკუთარ თავსაც და ანარეკლსაც.

ჩვენ ყველანი გონიერები ვართ და უგნურებას ჩავდივართ.

დასცინი, ლანძღავ, ჭორაობ, განიკითხავ, გშურს, ეჭვი გაქვს, თავს ამეტებ, პირველი ხარ, შენი აზრი უტყუარია.
ეს ყველაფერი არ იცი შენს შესახებ, არავინ გეუბნება ან ვერ გეუბნება.

შველა გჭირდება და საშველი არ არის.
ეძებ მშველელს, რომელიც ისე დაკარგე, რომ ვერც მიხვდი შენს გვერდით რომ იყო.

განგება ყოველთვის გიგზავნის ადამიანებს, რომელებმაც შენი ცხოვრება სასიკეთოდ უნდა შცვალონ. თუ დაინახე და იცანი ისინი, ხომ კარგი, თუ არა და დაღუპული ხარ, მანამ სანამ არ მიხვდები, რა ან ვინ დაკარგე.

გონების გამოჯანმრთელებას, მადლიერების გამოხატვის უნარს, უანგარო სიკეთის კეთებას, სიკეთის დანახვას და მიტევების უნარს გისურვებთ.

სული მწარეაო.

იცოცხლე, იცხოვრე და დატკბი.”