ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის გაზაფხული-ზაფხული 2020-ის უახლესი კოლექცია მადრიდის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.
დათუნა თავის ნამუშევრებს მოდის მოყვარული საზოგადოების წინაშე 2 თებერვალს წარადგენს. იგი ერთადერთი ქართველია, ვინც ესპანეთის დედაქალაქში გამართულ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულში მონაწილეობს.
ქართველი დიზაინერის დებიუტი მოდის სფეროში 2005 წელს შედგა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა განსაკუთრებული ქალურობითა და ფერთა ორიგინალური შერწყმით. კოსტიუმებს დათუნას კოლექციებიდან ყიდულობენ მოსკოვში, პარიზში, კიევში, ალმა-ატაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში.