ბორის შხიანის გადაუდებელი ოპერაცია

ბორის შხიანის გადაუდებელი ოპერაციაკომპოზიტორ ბორის შხიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა სამი სტენტი ჩაუსვეს.

ნანა ნიკოლაძე, ბორის შხიანი მეუღლე:

“უღრმესი მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს და კეთილისმსურველს, ვინც დაინტერესდა ბორისის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ოპერაციამ კარგად ჩაიარა, სამი სტენტი ჩაუსვეს და ახლა თავს მხნედ გრძნობს ჩვენი საყვარელი კომპოზიტორი.

თვითონაც მადლობას გიხდით სითბოსა და სიყვარულისთვის. მალე შინ ვიქნებით.”