14 იანვარი, 2020

ბოდიში გია ფერაძეს

ბოდიში გია ფერაძეს“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეს, მსახიობ გია ფერაძეს ქართული საზოგადოება ბოდიშებს უხდის.

ამის მიზეზი ფინალურ შოუში სპონსორების მიერ ხელოვანის “დასაჩუქრება” გახდა.

მესამე ადგილზე გასულ მსახიობს მობილური ტელეფონი აჩუქეს.

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ, რომელიც უფროსი გია ფერაძის მეგობარია, რიგითი ქართველების მსგავსად, მას ბოდიში საჯაროდ მოუხადა:

“ჩემო გია, შენ ხარ არაჩვეულებრივი მსახიობი, ცეკვავ შესანიშავად. მართლია არ ხარ პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ ცეკვავდი როგორც პროფესიონალი.

მამაშენივით არაჩვეულებრივი ხარ. ძალიან ძუნწი და უვიცი სპონსორები იყვნენ. რამე ძვირფასი საჩუქარი როგორ ვერ გაიმეტეს. ესეთი სიხარულით დაფრინავდი, მცირე რეპეტიციებით რა შესანიშნავი შოუ ჩაატარე და ამ კარაპეტებმა ვერაფერი ვერ გაიმეტეს. მობილური ტელეფონი ვის უკვირს.

მე გიხდი ბოდიშს მაგათ მაგივრად და თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, მზად ვარ კამათისთვის. მე მსახიობი ვარ და ვიცი, რა არის გულის ტკენა.”

პ.ს. ასმათ ტყაბლაძის მოსაზრება ბევრმა ადამიანმა გაიზიარა და განაცხადა, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი მეტის ღირსი იყო.