7 იანვარი, 2020

ბესო ზანგური ვასო ფხაკაძეს უპირისპირდება

ბესო ზანგური ვასო ფხაკაძეს უპირისპირდებარუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური იუმორისტ ვასო ფხაკაძეს უპირისპირდება:

“ვასკა ფხაკაძე! ვასიკოი! ვასიკო ფხაკაძის დასაცინი და იმიტირებული რომ იქნება ჩხიკვაძე, სტურუა და რუსთაველის თეატრი და, საერთოდ, ბევრ ხეპრეს და სოფლელს რომ ვუყადრებთ თავს შინ თუ გარეთ, ესეც ჩვენი ბრალია.

საერთოდ, სოფლელი არ ნიშნავს ტერიტორიულად სხვაგან მცხოვრებს. სოფლელობა ისაა, ვინც მასე ზომავს, მაგრამ ვირეშმაკა სოფლელის ერთადერთი მიზანია დაგიახლოვოს აუცილებლად, რომ მერე სიცოცხლე გიწამლოს თავის უნიჭო არსებით. ვინაიდან სოფლელობა თუ გენეტიურია ის ყველა საქმეში სოფლელი გლეხუჭაა, სექსშიც კი.

სოფლელის მიზანია რაც შეიძლება მსხვერპლად წარმოჩინდეს და თავის უსუსური წარსულ მიჩქმალვით ახალ შრეებს წაეპოტინოს შენით, ოღონდ აქაც ნერვები ეშლება და გვევლინებიან ვასიკო ფხაკაძედ და მისთანებად, რომლებსაც სათამაშოდ და მაყურებლად ისეთი მავნე ჭკვიანი ჰიპსტერები იყენებენ, როგორიც ნიკუშა გვარამიაა.

ფრთხილად და სიფხიზლე გმართებთ ოჯახსა თუ, საერთოდ, სოციალურ სივრცეში სოფლელთნ გადაყრისას. აუცილებლად ჩართეთ ინტელექტულური “გაა.ვი”, რადგან ის, როგორც ბოროტი, შესაძლოა “შემიცოდე”-ს სახით წარმოგიჩინდეთ.

ნიორს ვერ ჩაღეჭავთ და ვერც გიშრით დააფრთხობთ. ორივე სოფლელობა მათ გენეტიურ გემოვნებაში სხედს, მხოლოდ ბრუტუსის სიტყვას თუ ვიწინამძღვრებთ: “გველის წიწილი ჩანასახშივე უნდა ჩასრისო”, მაშინ გელით ხსნა. ვასიკო გლდანელი! ვასიკოი!”