8 იანვარი, 2020

ბესიკ ხარანაული დავით წერედიანზე

ბესიკ ხარანაული დავით წერედიანზეპოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული თავის კოლეგას დავით წერედიანს ლექსს უძღვნის:

“სადაც ორი ადამიანია, ულხინს იქ შემთხვევას…
აღების ღამეს, კვირა ღამეს, მესტუმრა დათო.
შევყარეთ ბუხრის ნაცარში შვიდიოდ კვერცხი,
რომ იმითი დაგვემარხულა
და, გავაბით ტკბილი ბაასი.
ხორციც გვქონდა, ერბო, ყველი,
მაგრამ, უთუოდ, კვერცხით უნდა დაგვრემარხულა.
ვფიქრობდით, მალე გამზადდებოდა, შევჭამდით და დავიძინებდით.

პოეზია მარტო ქართული არ არის, არც მარტო ოცი საუკუნისა:
შვიდმა კვირამ ისე გაიარა ამ ჩვენს ბაასში,
რომ, როცა გათენდა და დაიძახეს „ქრისტე აღდგაო,“ – გაგვეცინაღა,
შვიდმა კვირამ გაიარა და ჩვენ ვერ გავიგეთ…

კვერცხები ისევ ნაცარში ეწყო,
გარეთ „ქრისტე აღდგაო!“ – ხალხი ხარობდა.
ჩვენ კი გვიკვირდა,
ხან ერთმანეთს შევხედავდით,
ხან გარეთ ხმებს მივაყურებდით, – ეს რა მოხდაო?
შვიდმა კვირამ გაიარა და ჩვენ ვერ გავიგეთ…

აი, ასეთი, პოეზიის მოამური ხალხი ვიყავით.”