13 იანვარი, 2020

ბაკურ ბურდულის საუკეთესო საჩუქარი

ბაკურ ბურდულის საუკეთესო საჩუქარიმომღერალ ბაკურ ბურდულის საუკეთესო საჩუქარი იმ პატარებისთვისაა, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სიცოცხლისთვის იბრძვის.

“გილოცავთ ახალ წელს” – ასე ჰქვია ბაკურის სიმღერას, რომელიც მისი შემოქმედების გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი.

მომღერალმა სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა და მის ვიდეორგოლში იმ პატარებს მიაღებინა მონაწილეობა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ:

– ამ ბავშვების გადარჩენა ხომ ნამდვილად ჩვენს ხელშია…

მიულოცე ახალი წელი მათ, ვისაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

გადადი საიტზე https://www.gilotsavtakhaltsels.ge და აჩუქე სიცოცხლე

ერთად ყველაფერი შეგვიძლია, – ეს არის კამპანიის დევიზი, რომელიც პატარების სიცოცხლის გადარჩენისკენ მოგვიწოდებს.