4 იანვარი, 2020

ბაჩანა ბრეგვაძის საოცარი წინასწარმეტყველება

ბაჩანა ბრეგვაძის საოცარი წინასწარმეტყველებამწერლის ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოთქმული მოსაზრება ქართულ კულტურაზე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

ამ ისტორიას პოეტი დავით წერედიანი იხსენებდა:

“გაგანია საბჭოთა პერიოდი იყო, როცა ბაჩანა ბრეგვაძემ მითხრა:

– ღმერთმა ქნას, თავისუფალ საქართველოს მოვესწროთ, მაგრამ აქედანვე შეგუებული უნდა ვიყოთ, რომ დიდი კულტურული აღმავლობა არ გველოდება. დაღმასვლა კი სავსებით მოსალოდნელია.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. თავისუფალი საქართველო აკი მიწიერ სამოთხედ გვესახებოდა.
არგუმენტი ასეთი ჰქონდა:

– კულტურა ეკონომიკური პარაზიტია, ერის ზედმეტი შემოსავლით ცხოვრობს. პატარა ქართულ სახელმწიფოს დიდი კულტურის შენახვის თავი არასოდეს ექნება.

დღესაც არ მინდა დაჯერება…”