27 იანვარი, 2020

“არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს!”

"არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს!"– არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს და არც მის მადლს! – აცხადებს ქეთი დიღმელაშვილი და ტაძარში დადგმულ გამათბობელს აპროტესტებს:

“სვეტიცხოველი!

ამის შემხედვარეს ნუ მეტყვით, რომ ძალიან ხისტი ვარ იმის თქმისას, რასაც ახლა ვიტყვი:

1. ვთქვათ ტურისტებს ,,ფეხზე კიდიათ” ეს საკითხი და რას ნიშნავს ძეგლი. მცხეთელებს, რომლებშიც სულ მცირე მე 10 კაცი მაინც ვიცი, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობაც გესმით, ტაძარშიც ლამის კვირაში ორჯერ დადიხართ და ვალდებულებაც გაქვთ ასეთ რამეებზე რეაგირების, მუდმივად რატომ დუმხართ!

2. მცხეთაში, სადაც ცალკე სამსახურია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა, რა აქვს ფუნქცია?! საკუთარი ქალაქის, ყურისძირში მდებარე ორი ძეგლი თუ ვერ დაგიცავთ, მაშინ რისთვის არსებობთ და იღებთ ხელფასს?!
თუ ორივე შემთხვევაში წვეროსნები თქვენს პროფესიაზე, მოქალაქეობრივ ვალზე და ადამიანობაზე მაღლა დგანან?!

ოღონდ არავინ მითხრას ეხლა ეს პლიტა რას აშავებსო. მაშინ ნახევარი საათი გააჩერეთ სახე მის წინ და მერე ისე გაიმეორეთ იგივე კითხვა….

არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს და არც მის მადლს!

P.S. ფოტო დღესაა გადაღებული გიორგი მესხის მიერ.”