ანკა ვასაძე “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულია

ანკა ვასაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულია“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა.
ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. მათ ფინალამდე ისე მიაღწიეს, რომ ერთხელაც არ ყოფილან გავარდნის კანდიდატები.

მეორე ადგილზე ფეხბურთელი დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი გავიდნენ.

მესამე ადგილი კი მსახიობმა გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ დაიკავეს.

ყველა ფინალისტს სხვადასხვა პრიზები გადაეცა.