19 იანვარი, 2020

აი, მურმან ლებანიძის მწარე სიმართლე!

აი, მურმან ლებანიძის მწარე სიმართლე!მურმან ლებანიძის შემოქმედება მკითხველს იმიტომ უყვარს, რომ მასში მხოლოდ სიმართლეა. თავის სამშობლოზე და თანამემამულეებზე შეყვარებული პოეტი თითქოს წინასწარ ჭვრეტდა ჩვენს მომავალს.

“მეშინია!” – ასე ჰქვია მის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ლექსს:

“ეს სოფლები:
ეს ლოქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლის არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს მოეწონოს
ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს.!
ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! – გაფიცებდი…
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! –
დაიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დაიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!”