ადრიანო ჩელენტანო – უბერებელი ვარსკვლავი

ადრიანო ჩელენტანო - უბერებელი ვარსკვლავიმომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო ათასობით მელომანის კერპია. რაც წლები გადის, მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი სულ უფრო ძლიერდება.

მომღერლის კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს, 80 წელს გადაცილებული ხელოვანის საღამოებს ათასობით მსმენელი ესწრება.

ადრიანო ჩელენტანოს დისკოგრაფიაში გაერთიანებულია 40 ალბომი – 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი.

რაც შეეხება ფილმებს მისი მონაწილეობით, თითოეული მათგანი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაყურებელს ჩელენტანოს სახის გამომეტყველებები დაზეპირებული აქვს.

ხელოვანის წარმატების მთავარი ფორმულაა – დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვა: მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა პატარაობიდანვე გადაწყვიტა, რომ ბევრი ფული ეშოვა და უახლოესი ადამიანების უზრუნველყოფა შეძლებოდა.

მისი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო კი მეუღლეა – კლაუდია მორი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ხელოვან მეუღლეს გვერდში უდგას. ადრიანოს არნახული პოპულარობის მიუხედავად, წყვილის სიყვარული სარფთხის წინაშე არასდროს აღმოჩენილა და შესაბამისად, მათ ოჯახში ბზარი არასდროს გაჩენილა.

ასაკის მატების მიუხედავად, ადრიანო ჩელენტანო არაჩვეულებრივ ფორმაშია და სიმღერებსაც ისევე შემართებით მღერის, როგორც წლების წინ.