12 დეკემბერი, 2019

ზაზა ურუშაძის განსაკუთრებული ისტორია

ზაზა ურუშაძის განსაკუთრებული ისტორიარეჟისორ ზაზა ურუშაძის მრავალრიცხოვან ისტორიებს შორის არის ერთი განსაკუთრებული ისტორია, რომელსაც მისი თანაშემწე ლიკუნა რევიშვილი იხსენებს:

“ეს ამბავი გამახსენდა: რამოდენიმე თვის წინ მირეკავს, ცოტა გაბრაზებული ტონით:

– ახლა იცი რა მოხდა, გოგო?

– რა ხდება ზაზუკ, ბიჭო! – ხუმრობით ვუპასუხე.

– ოკუპანტი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ. ძალიან დიდ ჰონორარს გადაგიხდით, აქ თუ ჩამოხვალთ და გადაიღებთო.

გამეცინა, ზუსტად ვიცი როგორც გაბრაზდებოდა.

– ჰოდა ასე ვუთხარი, ჯერ ეს ჯარი გაიყვანეთ, მერე სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნეთ და მე სულ უფასოდ გადაგიღებთ ფილმებს და დავუკიდე ყურმილიო.

ჯერ ისევ მიჭირს ამ რეალობის გაცნობიერება, ამას არ მივიღებ, ისე არ – როგორც მჩვევია ვიღაცეების და რაღაცეების არ მიღება. ეხლა რასაც ვაანალიზებ და ვხვდები ის არის, რომ ძალიან სწორი, კარგი და ღირსეული მოქალაქე დააკლდება ზაზას სახით ჩვენ სამშობლოს. ამიტომაც ყველას ერთად გითანაგრძნობთ!”