უდიდესი სასწაული მარინა ჯანაშიას ცხოვრებაში

უდიდესი სასწაული მარინა ჯანაშიას ცხოვრებაშიმსახიობ მარინა ჯანაშიას ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, იმდენად სერიოზული, რომ ექიმებმა მისი ოჯახის წევრები მოსალოდნელ უბედურებაზე წინასწარ გააფრთხილეს. დღეს რომ იგი ცოცხალია, ამას იმ უდიდეს სასწაულს უწოდებს, რომელსაც სიყვარული ჰქვია.

მარინა ჯანაშია თავის პროფესიაში უგონოდ შეყვარებულია. ამის დასტურია ისიც, რომ უცხოეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი გათიშული მსახიობი როგორც კი გონზე მოვიდოდა, მაშინვე თავის საყვარელ თეატრზე, სპექტაკლებზე და მაყურებლებზე ფიქრობდა. უგონოდ მყოფი კი ქვედა კიდურებს ამოძრავდებდა და ერთგვარ ვარჯიშებს აკეთებდა. უცხოელმა ექიმებმა ეს ნამდვილ სასწაულად მიიჩნიეს და განმარტეს, რომ პაციენტი გადარჩენისთვის იბრძოდა.

მსახიობის ავადმყოფობა სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც რუსთაველის თეატრში გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები” იდგმებოდა. სპექტაკლი მუდმივი ანშლაგებით მიდიოდა და ბილეთის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ყველაზე მეტად მსახიობი სწორედ ამაზე ნერვიულობდა და ექიმს მუდმივად ეკითხებოდა, როდის დაბრუნდებოდა სამშობლოში, რომ სპექტაკლი ეთამაშა.

საბედნიეროდ, მარინა ჯანაშია გამოჯანმრთელდა, უამრავი სირთულე და დაბრკოლება გადალახა და სიყვარულით აღსავსე დღეს მაყურებელს კვლავაც აბედნიერებს.