ცხოვრების გაკვეთილი ბესიკ ხარანაულისგან

ცხოვრების გაკვეთილი ბესიკ ხარანაულისგანბესიკ ხარანაულისგან მისი ათასობით მკითხველი ბევრ საინტერესოს და მნიშვნელოვანს სწავლობს, თუმცა ცხოვრების მისეული გაკვეთილი ყველაზე მეტად მაინც ამ ნაწარმოებშია წარმოჩენილი:

“ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი – დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის.”