25 დეკემბერი, 2019

თემურ წიკლაურის გულისნადები

თემურ წიკლაურის გულისნადებიმომღერალ თემურ წიკლაურის გულისნადები მის ახალ სიმღერაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა. ხელოვანმა კომპოზიტორ ნუგზარ თუშიშვილის მელოდიაზე და პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსზე ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის რეჟისორიც ბესო ჩუბინიძეა.

“მე შენ მიყვარხარ, საქართველო” – ასე ჰქვია სიმღერას და ის ქართველ გმირებს ეძღვნებათ:

“მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, დაუსრულებლად,
და ჩემი გული უსაშველოდ გადაღლილია…
საგურამოსაც ვეწვეოდი, აუცილებლად,
ორგულთა ნაცვლად, რომ მელოდეს დიდი ილია.
მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, უკიდეგანოდ,
ჩემო მამულო, არავისთვის არ მემეტები!..
წუხელ ვიხილე, რომ მიქროდნენ წიწამურისკენ,
თეთრი ვარდებით დაპენტილი თეთრი ეტლები.
მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, მე შენ მიყვარხარ!
დაჭრილ სხეულზე გეხუტები და გეფერები!..
ამ ქვეყანაზე ჯერ არასდროს, არსად მინახავს.
სისხლის წვეთები, ო, ასეთი ძოწისფერები!..
ჩემო სამშობლოვ, ო, მიყვარხარ, დაუსრულებლად,
და ჩემი გული უსაშველოდ გადაღლილია…
საგურამოსაც ვეწვეოდი აუცილებლად,
კაკლის ჩეროში, რომ მელოდეს დიდი ილია.
მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ,
მე შენ მიყვარხარ!..”