თამრი ფხაკაძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

თამრი ფხაკაძის არაჩვეულებრივი ინიციატივამწერალ თამრი ფხაკაძის არაჩვეულებრივი ინიციატივა ჩვენი ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლოა:

– ამ ცხოვრების დედაც კი არა – ამ ცხოვრების შეცვლა! უნდა ვაფრიალოთ ახლა ყველამ და ამ სიტყვებით უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება, რომელსაც ლუკას ხსოვნას და ჩვენი მომავლის გადარჩენას მივუძღვნით!

ამ ცხოვრების შეცვლა! ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად! ჩვენ უნდა მოვიცალოთ ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენ უნდა დავუთბოთ ეს გაყინული ცხოვრება, ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანობის მაგალითი, ჩვენ არ უნდა ვგავდეთ მშიერი მგლების ხროვას, ჩვენ უნდა ვიქცეთ სიყვარულის საიმედო მარაგად მათთვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისინი კარგად, ჩვენ უნდა დავთმოთ როგორმე სიძულვილი, რომელიც გვაქრობს თანდათან, რომელმაც ჩაგვაბნელა, ჩვენ უნდა ამოვუყვანოთ მათ ცაზე მზეც კი! ჩვენ ვუქმნით მათ ფონს, სცენას, კულისებს, ყველაფერს და ჩვენ უნდა კეთილი ვინებოთ და საკუთარ თავზე მაღლა ახტომა ვისწავლოთ, ასე რომ არ გაგვიფრინდნენ, ასე ნაწყენები! ასე მწარედ რომ არ იძიონ ჩვენზე შური!

ჩვენი ბრალია!

ამ ცხოვრების შეცვლა!”