სირცხვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს!

სირცხვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს!დუშეთის არქეოლოგიური ბაზის გაძარცვის შესახებ ინფორმაციას არქეოლოგ რამინ რამიშვილის შვილი, ქეთევან რამიშვილი ავრცელებს:

“სირცხვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს!!!

ისეთი თვალსაჩინო არქეოლოგიური თუ კულტურული ობიექტი, როგორიცაა რამინ რამიშვილის სახელობის დუშეთის არქეოლოგიური ბაზა, სრულიად გაპარტახებული და გაძარცვული დღესაც უპატრონოდაა მიტოვებული.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა პერიოდში დუშეთის არქეოლოგიური ბაზა – იგივე მილახვრიანთკარის სასახლე, რომლის ჩამოყალიბებასა და ერთ-ერთ საუკეთესო, აყვავებულ ობიექტად ქცევისთვის არქეოლოგმა რამინ რამიშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა და ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი გაიღო.

სწორედ საბჭოთა კავშირის პირობებში იყო შესაძლებელი ისეთი ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური ექსპედიციების არსებობა, როგორიც გახლდათ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. ამ ექსპედიციის 20-წლიანი დაუღალავი და მძიმე შრომის შედეგად აღმოჩნდა და დაგროვდა მნიშვნელოვანი ეროვნული საგანძური, რომელიც დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში იყო განთავსებული.

ახლა კი, გარდა იმისა, რომ ამგვარი ექპედიციები გაანადგურეს, ეროვნული მუზეუმი იჩენს გასაოცარ გულგრილობასა და დაუდევრობას, რის გამოც დუშეთის არქეოლოგიური ბაზა გაიძარცვა და საქართველოს ეროვნულმა საგანძურმა სამუდამოდ დაკარგა 2000-ზე მეტი უნიკალური ნივთი! ბაზა კი – უმძიმეს მდგომარეობაშია მიტოვებული! დამეთანხმებით, აუნაზღაურებელი დანაკლისია!!!

Грузинскому Национальному Музею Позор!

Shame on Georgian National Museum!”