14 დეკემბერი, 2019

საშობაო კონცერტი ვენაში გია ყანჩელისთვის

ასე დამშვიდობა ხატია ბუნიათიშვილი გია ყანჩელსქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სახელის უკვდავსაყოფად ვენაში საშობაო კონცერტი გაიმართა.

ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში დაგეგმილ საღამოში მონაწილეობა მიიღეს ვენაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი კაჩინსკიმ, ფლეიტისტმა თემურ ხარშილაძემ და სოპრანო მადინა კარბელმა.

მათ გია ყანჩელის შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და ტაძარში შეკრებილები ქართველი კომპოზიტორის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს.