2 დეკემბერი, 2019

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ხელოვნების სასახლეში

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ხელოვნების სასახლეშიელისო ვირსალაძის ცენტრი 10 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის მოყვარულებს ხელოვნების სასახლეში ეპატიჟება.

ჩვენი დროის გამორჩეული მუსიკოსი, ვიეტნამური წარმოშობის კანადელი პიანისტი დანგ ტაი შონი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტშე შეასრულებს დებიუსის, პადერევსკის და შოპენის ნაწარმოებებს.

საღამო პროექტის “კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” ფარგლებში ჩატარდება.

პიანისტი დანგ ტაი შონი მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში 1980 წლის ოქტომბერში მოექცა, როდესაც ვარშავაში, შოპენის სახელობის პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი აზიელი პიანისტია, ვინც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

10 დეკემბერს დაგეგმილი საღამოს საკონცერტო პროგრამაშია:

დებიუსი: ექვსი პრელუდია
– Brouillards – La porta del vino – La danse de Puck
– Les sons et les parfums tournent dans l’air du soir
– Ondine – Feux d’Artifice

პადერევსკი: ოთხი პიესა
– მელოდია თხზ. 16 №2 – ლეგენდა თხზ. 16 №1
– ნოქტიურნი თხზ. 16 №4 – მენუეტი თხზ. 14 №1

შოპენი:
– პოლონეზი დო მინორი, თხზ. 40
– ბარკაროლა ფა დიეზ მაჟორი, თხზ. 60
– ოთხი მაზურკა თხზ. 24
– რონდო მაზურკის სტილში ფა მაჟორი, თხზ. 5
– სკერცო №2 სი ბემოლ მინორი, თხზ. 31

ჩატარების ადგილი: ხელოვნების სასახლე, ია კარგარეთელის #6

ბილეთები იყიდება: www.biletebi.ge
https://biletebi.ge/classical-music-in-alternative-environment/Schedule

ჭავაჭავაძის №7 (ბიბლუს გალერი)
კანდელაკის №3 UniPAY
ხიზანიშვილის №3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
წერეთლის №77ა UniPAY