ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ადამიანები ნაძვის ხის მორთვას იწყებენ.
არსებობს ლეგენდა, რომელიც ნაძვის ხის მორთვას უკავშირდება:
“იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. ნაძვის ხე კი იდგა და არ იძვროდა. ჩუმად ტიროდა.
– რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? – ჰკითხეს ხეებმა.
– მე რომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია ყრმას რაიმე არ ვატკინო, – უპასუხა ნაძვის ხემ.
– რა კეთილი ყოფილხარ, – აღფთოვანდნენ ხეები…
ლეგენდის თანახმად, ამის გამო ღმერთმა ნაძვის ხე დაასაჩუქრა, მისი გირჩები სხვადასხვა ფერად შეღება, მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით, ცას ვარსკლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა.
სწორედ ამიტომ ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს “შობის ვარსკვლავსაც” უწოდებენ და ნაძვის ხეც ახალი წლის და შობის მოახლოებასთან ერთად ირთვება.