24 დეკემბერი, 2019

რამაზ პატარიძე – ანბანთმცოდნეობის ქურუმი

რამაზ პატარიძე - ანბანთმცოდნეობის ქურუმიანბანთმცოდნეობის ქურუმი – ასე უწოდებს კალიგრაფისტი გიორგი სისაური რამაზ პატარიძეს, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია იმის კვლევას, ქართული დამწერლობა მეხუთე საუკუნიდან იწყება თუ ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან.

მას ანბანს დედა ასწავლიდა, თუმცა ვერა და ვერ შეისწავლა, რის გამოც პირველ კლასში ვერ მიიყვანეს. პატარა ბიჭმა ვერაფრით გაიგო, რატომ არის პირველი ასო-ნიშანი “ა” და რა არის მისი მნიშვნელობა.

ანბანის 64-წლიანი კვლევის გამო, პავლე ინგოროყვას მოსწავლეს ანბანთმცოდნეობის ქურუმი უწოდეს.

გიორგი სისაური:

“ღმერთო, დიდხანს გვიცოცხლე რამაზ პატარიძე – ანბანთმცოდნეობის ქურუმი, რომელიც 93-ე წელია საქართველოს ამზიანებს.”