26 დეკემბერი, 2019

ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ეთერ ჭყონიასგან

ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ეთერ ჭყონიასგანქართველი ოპერის მომღერალის ეთერ ჭყონიასგან წინა საახალწლოდ ყველაზე დიდი ჭეშმარიტების მოსმენა ნამდვილად სასიამოვნოა:

“თუ აზრი “მე უნდა გავაკეთო” შეცვალე აზრით “მე ბედნიერი ვარ, რომ…” – მაშინ იცვლება შენი ცხოვრება.
თუ დილით გაიღვიძებ და ფიქრობ “დღეს უნდა წავიდე სამსახურში”, იმ წამსვე შეცვალე აზრი და იფიქრე – “მე გამიმართლა დღეს რომ სამსახურში მივდივარ”.

აზრი “მე უნდა” ატარებს უკმაყოფილობის და წინაღმდეგობის ჩრდილს, ხოლო აზრს, “მე ბედნიერი ვარ, მე გამიმართლა, რომ” დაუყოვნებლად გადააქვს ჩვენი ყურადღების ცენტრი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი მოქმედება დალოცვილია.

“მე გამიმართლა, რომ დღეს გავიღვიძე, რომ მაღაზიაში მივდივარ. მე გამიმართლა, რომ ბავშვთან გაკვეთილებს ვამზადებ. მე ბედნიერი ვარ, რომ შაბათ-კვირას ვმუშაობ… ბედნიერი ვარ, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის აუცილებელია. მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, „ჩვენ გაგვიმართლა“!

ყველაზე მეტად ამ სიტყვებს სტატისტიკა ადასტურებს, რომლის მაგალითებს ამჯერად მე დავამატებ:

დღესდღეობით მსოფლიოში 4 მილიარდზე მეტ ადამიანს არა აქვს სახლში ინტერნეტი.

2 მილიარდზე მეტს არა აქვს უსაფრთხო წყალი.

ყოველ წელს იკარგება 9 მილიონზე მეტი ადამიანი და ყოველ 2 წუთში ევროპაში იკარგება ერთი ბავშვი.

ყოველ 5 წამში, განვითარებული ქვეყნების ჩათვლით, მსოფლიოში კვდება ერთი ბავშვი, ხოლო წელიწადში 1 მილიარდი ბავშვი ძალადობის მსხვერპლია.

დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი დღეს შიმშილობს.

41 მილიონი დაავადებულია შიდსით, (ეს მხოლოდ არატრადიციულ დაავადებებზე თუ ვილაპარაკეთ), ხოლო 1 მილიონი სუიციდით ამთავრებს ცხოვრებას.

ასეთი ინფორმაციის შემდეგ შეიძლება შესჩივლო ცხოვრებას? პირადად მე ეს ძალიან მაფხიზლებს. მგონი ხშირად სჭირდება ადამიანს ამ სტატისტიკის შეხსენება – თერაპიის ტოლფასია როდესაც „დეპრესიაში“ ვვარდებით.

ხოლო თუ გასული საუკუნის მსოფლიო ბოროტებებს გავიხსენებთ, მაშინ უეჭველად დღეს სამოთხეში ვცხოვრობთ. ასე არ არის? მაგრამ უმადურობას რა ვუყოთ… ჭერიც გვაქვს, არც გვაწვიმს, არც ვშიმშილობთ, ახლობლებსაც ვუყვარვართ, წარმატებულებიც ვართ უმეტეს შემთხვევაში და მაინც ვახერხებთ უხასიათოდ ყოფნას.

2020 წლისთვის ვისურვებდი არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გა-გვი-მართლა!

სიკეთე და ჯანმრთელობა ჩემს ახლო და შორეულ მეგობრებს დამდეგ, ულამაზეს 2020 წელს!”