11 დეკემბერი, 2019

ქართველი ოპერის მომღერლების განსაკუთრებული შესრულება

ქართველი ოპერის მომღერლების განსაკუთრებული შესრულებაქართველი ოპერის მომღერლების ნინო სურგულაძის, ანიტა რაჭველიშვილის, ლადო ათანელისა და პაატა ბურჭულაძის ერთობლივი “მრავალჟამიერით” რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმი “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” სრულდება.

ფილმმა ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვა და ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა.

ანუკა ფალავანდიშვილი:

“საოცარი ემოცია დამიტოვა ნანა ჯორჯაძის ფილმმა “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”, ქართული ღვინის უნიკალური ისტორიით და არაჩვეულებრივი დასასრულით!”

პაატა ბურჭულაძე:

“დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას ნანა ჯორჯაძეს შესანიშნავი ფილმისთვის და ამ კადრებისთვის, მადლობა თამარ ბართაიას და შალვა ხეცურიანს, ჩემს ანიტას, ნინოს, ლადოს, მრავალჟამიერ ჩვენს საქართველოს! ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ღირსეულ და სამართლიან ქვეყანაში, ჩვენი ისტორია და კულტურა ამას იმსახურებს!”

ანიტა რაჭველიშვილი:

“ერთი სული მაქვს ფილმი ვნახო!

პატარა ნაწყვეტი ნანა ჯორჯაძის ფილმიდან “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”.

საქართველოს კულტურასა და მეღვინეობაზე.

ჩვენ ვმღერით “მრავალჟამიერს”.