27 დეკემბერი, 2019

ფოთში საახალწლო განათება დალეწეს

ფოთში საახალწლო განათება დალეწესფოთში, სადაც საახალწლო განათებების დამონტაჟება ჯერ არ დასრულებულა, ვანდალიზმი განხორციელდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები დალეწეს და ელექტრო გაყვანილობა დააზიანეს.

ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა:

“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები მოხდა. მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა.

მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა.”

ფოთში საახალწლო განათება დალეწეს

ფოთში საახალწლო განათება დალეწეს