18 დეკემბერი, 2019

პეტრე კოლხის საყურადღებო მიმართვა მოზარდებს

პეტრე კოლხის მიმართვა მოზარდებსპეტრე კოლხის მიმართვა შეეხებათ იმ მოზარდებს – ბავშვებს, რომლებიც თავის მოკვლაზე ფიქრობენ:

“ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა. ეს არ არის გამოსავალი. გაუძელით… ყველა ზეწოლას, აგრესიას, ძალადობას გაუძელით და თავი დააღწიეთ… არ დამძიმდეთ, არ გახდეთ მსხვერპლი მედროვეების, პირმოთნეების, სულგაყიდულების, არაადამიანების…

ღმერთს მიმართეთ, უფალს მიენდეთ, ილოცეთ, სხვა გამოსავალზე იფიქრეთ… მეტი წიგნი იკითხეთ…

ანა ფრანკი მეტს უძლებდა, მეტი გადაიტანა…

შეცდომა დაუშვით?! აღიარეთ და გამოასწორეთ… ვითომ საზოგადოების, ვითომ ადამიანების, სინამდვილეში არამკითხე ციციკორეების გამო სახურავიდან, ფანჯრიდან, ხიდიდან, საკუთარი თავიდან არ გადმოხტეთ… სიცოცხლეს უმადურად არ გადააბიჯოთ…

გააპროტესტეთ, იხმაურეთ, ისაუბრეთ, ამხილეთ… მაგრამ თავი არ მოიკლათ…

ბავშვებო, ყველაზე დიდო ადამიანებო!”