16 დეკემბერი, 2019

პაატა ბურჭულაძე: “უბედნიერესი დღე მაქვს”

პაატა ბურჭულაძე: "უბედნიერესი დღე მაქვს"ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე თავის გულშემატკივრებს აცნობს, რომ უბედნიერესი დღე აქვს და ამის მიზეზი კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერლის ოთარ ჯორჯიიკიას ლა სკალას თეატრში სიმღერაა:

“დღეს უბედნიერესი დღე მაქვს და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველოსთვის გამორჩეული ამბავი ხდება ლა სკალას თეატრში.

რამდენიმე საათში კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერალი ასახელებს ჩვენს ქვეყანას, ანნა ნეტრებკოსა და „ტოსკას“ პრემიერის სხვა ცნობილ სოლისტთა შორის, სცენაზე ქართველი ოთარ ჯორჯიკია იდგება!

მიხარია, რომ ფონდი „იავნანა“ ყოველთვის გვერდით ედგა მას, ჩემთვის კი შვილივით არის, გამორჩეული ტალანტის გარდა ის ღირსეული კაცია.

მინდა გზა დავულოცო და დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენს საყვარელ ოთოს.”