4 დეკემბერი, 2019

ნინო ანანიაშვილის ახალი წოდება

ნინო ანანიაშვილის ახალი წოდებაპრიმა-ბალერინას ნინო ანანიაშვილის ახალი წოდება მეტად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.

პეკინის ცეკვის აკადემიამ ნინო ანანიაშვილს აკადემიის პროფესორის წოდება მიანიჭა. საზეიმო ცერემონიალი პეკინში სწორედ მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი გასტროლით იმყოფებოდა. ნინო ანანიაშვილმა აკადემიაში მასტერკლასები ჩაატარა.

პეკინის ცეკვის აკადემიასთან ნინო ანანიშვილი 2012 წლიდან თანამშრომლობს. აკადემიის სტუდენტებისთვის პრიმა-ბალერინამ ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ სუიტა და „შოპენიანა“ დადგა.

ნინო ანანიაშვილის ახალი წოდება