13 დეკემბერი, 2019

მომღერალი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალაკახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი, არაერთი თაობის აღმზრდელი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანიც გარდაიცვალა – ანდრო სიმაშვილი. მრავალი თაობის აღმზრდელი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი.

ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა, სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა.

ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის, ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი.

დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა, რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.”