2 დეკემბერი, 2019

“მოხეტიალე მუსიკოსების” დაუვიწყარი საჩუქარი მოხუცებს

"მოხეტიალე მუსიკოსების" დაუვიწყარი საჩუქარი მოხუცებს“მოხეტიალე მუსიკოსების” ინიციატივით, “კათარზისში” მოხუცებისთვის კონცერტი ჩატარდა, სადაც ცნობილი ქართული სიმღერები შესრულდა.

2 საათის განმავლობაში კათარზისში შეკრებილი ასაკოვანი მსმენელისთვის მღეროდნენ საბა საფარელი, დიანა გოგიშვილი, ლევან ლელაძე, გიორგი ქარუმიძე, ზურა მარგიშვილი, ზურა ბარბაქაძე (ფანდურა), ქეთა წიკლაური, კახა ნაცვლიშვილი, ირაკლი ჯიქია, ბექა არჩვაძე, კონსტანტინე და ქეთევან სანიკიძეები.

დარბაზში შეკრებილებმა ბევრი იცეკვეს და იმხიარულეს, კონცერტის დასასრულს კი მომღერლებს მადლობა გადაუხადეს.

ირაკლი ჯიქია:

“ასე გავაბედნიერეთ დღეს “მოხეტიალე მუსიკოსებმა” კათარზისში ხანდაზმული ადამიანები…
ბევრი სითბო და სიყვარული მათ ჩვენგან…”